Friday, January 25, 2013

თერგი

თერგი  საქართველოს ერთერთი ულამაზესი მდინარეა. მისი სიგრძე 623 კმ.  მისი სათავე  კავკასიონის ერთერთ  მყინვარზეა. სათავიდან 30 კმ-ზე მიედინება კავკასიონის მთავარსა და გვერდით ქედებს შორის, სოფელ კობთან მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისკენ და კვეთს გვერდით ქედს დარიალის ხეობას, შემდეგ კლდოვან ქედსა და შავ მთებს. ბარში იტოტება. მდინარე სუნჯეს შეერთების შემდეგ მიედინება კასპიისპირა დაბლობზე და ერთვის კასპიის ზღვას.
მთავარი შენაკადებია: მარცხენა -არდონი, ურუხუ, მალკა კი მარჯვენა - სუნჯა. საქართველოს ფარგლებში მდინარეს მხოლოდ სნოსწყალი ერთვის. თერგი საზრდოობს მყინვარული და წვიმის წყლებით, წყლის რეჟიმი ხასიათდება წყალდიდობებით წელიწადის თბილ პერიოდებში, ძირითადად ივლის-აგვისტოში. იყენებენ სარწყავად. ქალაქ მოზდოკის ზემოთ თერგიდან გაყვანილია თერგ-კუმის სარწყავი არხი.  თერგი მდიდარია თევზით, კალმახი, თერგის ორაგული კობრი, ფარგა და სხვა. ნაწილობრივ თერგის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა. თერგის ნაპირებზე მდებარეობს დაბა სტეფანწმინდა, აგრეთვე ქალაქები: ვლადიკაზ, მოზდოკი და ყიზლარი.
ქართული წყაროების მიხედვით ლომეკი, თერგის ერთ-ერთი ისტორიული სახელწოდება .

No comments:

Post a Comment